რუმინეთის უშიშროების უმაღლესი საბჭოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ქვეყანა "აგრესიული ჰიბრიდული რუსული თავდასხმების" სამიზნედ იქცა. რუმინელები კვირას, 8 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის დროსაც შესაძლოა, პრორუსმა, NATO-ს კრიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ, პროევროპელი ცენტრისტი ელენა ლასკონი დაამარცხოს დაამარცხოს. ამ შედეგმა შესაძლოა, რუმინეთის დასავლეთისგან იზოლირება მოახდინოს.
24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, ჯორჯესკუმ, რომელსაც სურს, შეწყვიტოს რუმინეთის მხარდაჭერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, გამარჯვებას მიაღწია, რამაც კითხვები გააჩინა იმის შესახებ, თუ როგორ იყო ასეთი სიურპრიზი შესაძლებელი ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყანაში.
ერთ-ერთ არასაიდუმლო დოკუმენტში, რუმინეთის სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ ჯორჯესკუ მასიურად დაწინაურდა სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე კოორდინირებული და ფასიანი რეკლამების საშუალებით. ჟორჟესკუ განაცხადა, რომ კამპანიაში მის მიერ დახარჯული თანხები ნულოვანი იყო.
სადაზვერვო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ რუმინეთის ოფიციალურ საარჩევნო ვებგვერდზე წვდომის მონაცემები რუსეთის კიბერდანაშაულის პლატფორმებზე გამოქვეყნდა.
სააგეტომ დაადგინა 85000-ზე მეტი კიბერშეტევა, რომლებიც სისტემის დაუცველობის გამოყენებას ისახავდა მიზნად. „თავდასხმები ინტენსიურად გაგრძელდა, მათ შორის, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგ ღამით,“ - ნათქვამია სააგენტოს გასაიდუმლოებულ დოკუმენტში.
5 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა, რომ რუმინეთის ხელისუფლება ავლენს ფართომასშტაბიან და კარგად დაფინანსებულ რუსულ ძალისხმევას, გავლენა მოახდინოს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეუთოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ.
შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.